სსიპ
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში გაიმართა კლუბის „ჩვენ,
კოდორგელების“ (მასწავლებელი ნანა ლომაძე) მეორე შეხვედრა 14 (I ჯგუფი) და
28 (II ჯგუფი) ნოემბერს.
14 ნოემბერს ინტერნეტმა სიურპრიზი მოგვიწყო და გაითიშა. მაგრამ “Code.org” პროგრამა
ასეთ სიურპრიზებზეც ზრუნავს და გვათაზობს შესანიშნავ კურსს „გაკვეთილები კომპიუტერის
გარეშე“. კლუბის წევრებმა იმუშავეს აქტივობაზე „C.2 - My Robotic Friends Jr.“ . ბავშვები
ხალისით ასრულებდნენ რობოტის როლს- ალაგებდნენ ჭიქებს თავიანთი თანატოლების მიერ შეთავაზებული
ალგორითმის მიხედვით.
ასეთი დავალებები მოსწავლეებს თვალნათლივ აჩვენებს კავშირს
სიმბოლოებსა და მოქმედებებს შორის, ასწავლის განსხვავებას ალგორითმსა და პროგრამას
შორის.
28 ნოემბერს კი, მოსწავლეებმა ჩვეულ რეჟიმში, იმუშავეს
სხვადსასხვა დავალებებზე. მათ შორის თამაშზე „გაყინული“, სადაც ერთ-ერთმა მოსწავლემ
სერთიფიკატიც მოიპოვა. ჩატარებული აქტივობის შესახებ ინფორმაცია გამოვეყნებულია სკოლის ფეისბუქ გვერდზე (იხ.ლინკი).
https://www.facebook.com/photo/?fbid=849699639624095&set=pcb.849700169624042
No comments:
Post a Comment