მესამე შეხვედრა
19 დეკემბერს გაიმართა კლუბის „ჩვენ, კოდორგელების“ (ხელმძღვანელი ნანა ლომაძე) პირველი სემესტრის ბოლო შეხვედრა. წევრებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად და ამავე დროს საახალწლო განწყობის შესაქმნელად მონაწილეებს შევთავაზე ერთობლივად შერჩეული აქტივობები უკომპიუტეროდ. როგორც კოდორგიდან, ასევე ლინდა ლიუკასის წიგნიდან „გამარჯობა რუბი“. შეხვედრას ესწრებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ფილაური, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ხალისი შესძინა კლუბის მუშაობას. ბავშვებმა აქტივობებს კარგად გაართვეს თავი, ძალიან იხალისეს. ასე მხიარულ ნოტაზე დავასრულეთ კლუბში პირველი სემესტრი. კლუბის ყველა მონაწილეს აქტიურობისათვის სიურპრიზად, სკოლის საახალწლო ღონისძიებაზე, საზეიმო ვითარებაში, გადაეცათ სერტიფიკატები. მადლობა ბავშვებს კლუბის შეხვედრებში ასეთი ჩართულობისათვის და სკოლის დირექციას თანადგომისთვის.











No comments:
Post a Comment